gorgia
ავერსი legi

ჩვენ 2-3 წლის განმავლობაში ყველა სახელმძღვანელოს შევცვლით სკოლაში. სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაწეროს სახელმძღვანელოები, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთი სახელმძღვანელო დაინერგება ყველა სკოლაში, რაც უზრუნველყოფს ერთიან მიდგომასა და სტანდარტს.

„დაიწერება სრულიად ახალი სახელმძღვანელოები. ამისთვის სამინისტრომ გასული 6 თვის განმავლობაში შერჩევითობის პროცედურების გავლით, შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით და სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას დაწეროს სახელმძღვანელოები. ეს სახელმძღვანელოები უნდა დაინერგოს შემდეგი სტანდარტით - ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში, ერთსა და იმავე დისციპლინაში. აღარ იქნება სხვადასხვა სახელმძღვანელო და ყველა სკოლაში იქნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი სტანდარტი, ერთიანი ხარისხი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთიანი ცნობადობა, ხარისხის უზრუნველყოფა, პროცესისადმი ხელმისაწვდომობა და რაც მთავარია, გაზომვადობა იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა მინისტრმა.

70