მიმდინარე წლის I-III კვარტლების განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 11 136 ხანძარი დაფიქსირდა.
საქსტატის მიერ შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ხანძრებს 44 ადამიანი ემსხვერპლა. ტრავმირებულთა რაოდენობამ კი 148.
გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში 21.8%-ით მეტი ხანძარის შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-ით, ხოლო ტრავმირებულთა რაოდენობა 26-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ხანძრების შედეგად განადგურებულ შენობა-ნაგებობებს, მათი რიცხვი წელს 12-ით 342-მდე გაიზრდა, დაღუპულ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა კი 28-მდე შემცირდა.