გამოფენა - გაყიდვა იტალიის ქალაქ მილანში, გალერეა Arcadia-ში 20 აგვისტოს გაიხსნა და 25 აგვისტომდე გაგრძელდება. გამოფენაზე ნინო იოსავას 16 ნამუშევარი და იტალიაში მოღვაწე ია ფარნაოზის 13 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
როგრც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME- ს ნინო იოსავამ განუცხადა, გამოფენაზე მოწვეულები იყვნენ საპატიო სტუმრები, გამოფენის სტუმარი იყო მილანის მერობის კანდიდატი ჯოვანი მოტა.
“ ძალიან კმაყოფილები ვართ, ბევრი სტუმარი გვეწვია , გამოფენით და ნამუშევრებით მნიშვნელოვანი ადამიანები დაინტერესდნენ. მე ჩამოვიტანე საქართველოდან 16 ნამუშევარი. ია ფარნაოზმა, რომელიც იტალიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, 13 ნამუშევარი წარმოადგინა. უკვე გაიყიდა 7 ნამუშევარი, 4 იასი და 3 ჩემი. იმ ნამუშევრებს, რომლის გაყიდვაც გამოფენის პერიოდში ვერ მოესწრება გალერია იტოვებს. მალე დაიბეჭდება ჩვენი კატალოგიც”- განმარტა ნინო იოსავამ.
როგორც მხატვრებმა BUSINESS TIME - თან საუბარში აღნიშნეს, მათ არაერთი საინტერესო სამომავლო გეგმა აქვთ, რომელზეც უკვე მუშაობენ.