ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აშოტ სმბატიანს შეხვდა.
უწყების ხელმძღვანელმა დიპლომატს საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა.განიხილეს პარტნიორობის სამომავლო
პერსპექტივებიც.
ელჩმა, ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა.
თავის მხრივ, მიხეილ სარჯველაძემ, დიპლომატს ჯანდაცვის სფეროში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში
წარმატებები უსურვა.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.