janmedi
ავერსი ნემო

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, გრიგოლ დალაქიშვილთან ერთად, ქალაქ ქუთაისში ე.წ. ნიკეას ნაგავსაყრელის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნო.


ნიკეას ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია 2026 წლის მაისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი (ნარჩენების განთავსების უჯრედების ფორმირება და საიზოლაციო ფენით გადაფარვა) დასკვნით ეტაპზეა. შემდგომი ეტაპის სამუშაოები მოიცავს შიდა გზების მოწყობასა და ინფრასტრუქტურულ განახლებას, მათ შორის, ძველი სამეთვალყურეო ჯიხურის ახალი, თანამედროვე ტიპის ჯიხურით ჩანაცვლებას. ამასთან, გაუმჯობესდება თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობები, განახლდება ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა. ობიექტის სასიცოცხლო რესურსი, დაახლოებით, 1,5-დან 2 წლამდე ვადით გახანგრძლივდება.


გარდა ამისა, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ნიკეას ნაგავსაყრელი უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგებით.
პარალელურად, აქტიურად გრძელდება მუშაობა იმერეთის რეგიონში ახალი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის საკითხზე. საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ობიექტის მშენებლობის დასრულებისა და მისი ოპერირების დაწყებისთანავე, ქუთაისის ნიკეას ნაგავსაყრელი, კანონის შესაბამისი ნორმების დაცვით, დაიხურება. 

78