არა უმეტეს ორი კვირის წინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ, საქართველოში მიღებული კანონის გათვალისწინებით, ჩვენ გადავხედავთ საქართველოსთან ურთიერთობას. არსებობს სერიოზული პოლიტიკური შედეგები და არამხოლოდ რიტორიკა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„საუბარია 390 მილიონ დოლარზე, რომელიც საქართველოს გასულ წლებში გადავეცით დახმარების სახით და ამის გადახედვა მიდის. საუბარია პოტენციურ სანქციებზე, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენ გამოვაცხადეთ. აღნიშნულს ვსწავლობთ, როგორ და როდის უნდა განვახორციელოთ. ასე რომ, თქვენ ჩვენგან უფრო მეტს გაიგებთ, მაგრამ დღეს არა“, – განაცხადა მილერმა.
ამასთან, მეთიუ მილერს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ კითხვა დაუსვა: „რა დონეზე გადახედეთ ურთიერთობას?“ რაზეც მილერმა აღნიშნა:
„საბოლოო ჯამში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აანალიზებს სხვების მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტში ამზადებენ და ეს ხდება სააგენტოების წარმომადგენელ კოლეგებთან კონსულტაციის საფუძველზე, სახელმწიფო მდივანი ამ კოლეგებთან კონსულტაციების შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.