
დღეს, პრემიერი, ირაკლი კობახიძე მიხეილ მესხის სტადიონზე მივიდა, სადაც მთავრობის ინფორმაციის მიხედვით, სპორტულ საზოგადოებას შეხვდა.
კობახიძეს მედიის წარმომადგენლები ადგილზე პროტესტით დახვდნენ.
ჟურნალისტებს მიტანილი ჰქონდათ მზია ამაღლობელის ფოტოსურათები, რომელიც მე-18 დღეა შიმშილობს. ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „ცეცხლი ოლიგარქიას“.
როგორც ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ამბობენ, შიდა ტერიტორიაზე მხოლოდ ტელევიზიების გადამღები ჯგუფები შეუშვეს, ონლაინ მედიისთვის კი შესვლა ნებადართული არ იყო.