უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდი სავარაუდოდ, 3 მარტს გაიმართება.
უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმი“ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქვეყნის დელეგაცია ბელოვეჟსკში მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის უკვე მიემართება. ინფორმაცია ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისში დაუდასტურეს.
რუსულია მედია „ტასი“ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელ, ვლადიმერ მედინსკიზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის დელეგაციას ხვალისთვის ელოდებიან.
„რამდენადაც ვიცი, უკრაინის დელეგაცია უკვე გამოვიდა კიევიდან და ახლა გზაში არიან. ველოდებით მათ ხვალ“, - განაცხადა მედინსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციამ, ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება მოლაპარაკება გაიმართოს ბელოვეჟსკში.