“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ საცხოვრებლად წალენჯიხაში გადადის.
ამის შესახებ ხაზარაძემ ზუგდიდში, ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური აზროვნება გატყდა წალენჯიხაში. წალენჯიხა არის თავისუფლების ქალაქი დღეს და ვულოცავ ყველა წალენჯიხელს. როცა რამდენიმე წლის წინ, აქედან 18 კილომეტრში მსოფლიოს წამყვანი ინვესტორები ანაკლიას აშენებედნენ და ბიძინა ივანიშვილის დავალებით და რუსული პოლიტიკით ეს პროექტი ჩააგდეს, ამით ანაკლია კი არ ჩააგდეს, ამით ჩაკლეს ჩვენი შვილების, თქვეი შვილების მომავალი, იმედი, სამუშაო ადგილი, შემოსავალი და ჩვენი ქვეყნის კარიბჭე. მე ვაპირებდი ანაკლიაში გადმოსახლებას, მაგრამ არ დამცალდა. მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში და უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები გვერდში წალენჯიხის ახლადარჩეულ მერს და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ ოაზისად”, — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და ბიზნესმენებს მოუწოდა, გადაიტანონ თავიანთი კომპანიცების ანგარიშები და დატოვონ მოგება წალენჯიხაში.
“ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ უნდა ნამდვილი დემოკრატია და როგორ იმართება თვითმმართველობა”, — თქვა მამუკა ხაზარაძემ.
წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. ამასთან, წალენჯიხის და კიდევ 6 საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგა.
არ აქვს ამას მნიშვნელობა, სად ვიცხოვრებთ – თბილისში თუ ზუგდიდში, მაგრამ ახლა ვფიქრობ, წალენჯიხაში ხომ არ გავხსნა კლინიკა, რადგან თავისუფალი კუნძულია და განვითარება უფრო შეიძლება , – ამის შესახებ ანზორ მელიამ ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.