ჩემთვის უდიდესი პატივია მაცხოვრის საფლავის რაინდის ორდენისა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრის გადმოცემა. ამ ორდენის მონიჭება, ამავე დროს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
„მსურს დიდი მადლიერება გამოვხატო იერუსალიმის პატრიარქის, მისი უნეტარესობა თეოფილოს III-ისადმი ამ ძალზე იშვიათი ჯილდოსთვის.
მე ამ ჯილდოს მივიჩნევ აღიარებად ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ერთგულებისა იმ უზენაესი ფასეულობებისადმი, რომელთაც მთელი ჩვენი ისტორია და დღევანდელობა ეფუძნება და რომელმაც ჩვენი ხვალინდელი დღეც უნდა განსაზღვროს.
“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.