
თორნიკე რიჟვაძისთვის კორუფცია და მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია, ასეთი რამ, რაც საჯაროდაც გვინახავს, წამოსულია „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, თორნიკე რიჟვაძემ აჭარისთვის ბევრი რამ გააკეთა.
„თორნიკე რიჟვაძე საერთოდ არ აინტერესებთ, რაც „ტვ პირველს“ უთქვამს, რაც მაგათ გაუკეთებიათ თორნიკე რიჟვაძეზე და ხაზგასმით ვამბობ, რაც დაუბრალებიათ, ზეპირად ნამდვილად არ მახსოვს, ასეთ გაწიწმატებულ ხალხს, რა თქმა უნდა, გავცემ პასუხს და საღამომდე შევეცდები, გავუგზავნით და გამოვაქვეყნებთ საღამომდე. რაც დაუბრალებიათ ზოგადად „ნაცმედიიდან“, ყველაფერს გავუგზავნით.
თორნიკე რიჟვაძე არის ადამიანი, რომელმაც ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი რამ გააკეთა და აჭარისთვის მართლა ძალიან ბევრი რამე გააკეთა. მისთვის კორუფცია არავის დაუბრალებია. მით უმეტეს, რაც მან წერილში დაწერა და როგორც ჩანს, მისი წერილია, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია. ასეთი რამ, რაც ჩვენ საჯაროდაც გვინახავს, წამოსულია „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.