პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, რუსეთში, ისევე, როგორც ბრიტანეთში, 90%-ზე მეტი ყველა ახალი კოვიდგამოვლენილი პაციენტი არის “დელტა” (ინდური) ვარიანტით ინფიცირებული .
მისივე თქმით, რუსეთში კოვიდინფიცირებულების საკმაოდ სწრაფი ზრდაა.
“სავარაუდოდ, ჩვენ დავინახავთ ანალოგიურ აფეთქებებს რუსეთის სამეზობლოშიც .
დასკვნა: რუსეთში არის ძლიერი ანტივაქსერული მოძრაობა, თავიდანვე მიმართული იყო “დასავლეთში” შექმნილ ვაქცინებზე და ბუმერანგივით დაუბრუნდა რუსეთს. რუსეთის მოსახლეობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტივაქსერია მსოფლიოში .
არსებული რუსული ვაქცინების ეფექტურობა “დელტა” (ინდური) ვარიანტის წინააღმდეგ ;
დიქტატორული/ოკუპანტი/ფაშისტური ქვეყანა, სტატისტიკა და რეალური მაჩვენებლები არ შეესაბამება რეალობას (რეალური სტატისტიკა, სავარაუდოდ, უფრო მძიმე იქნება) ;
დასკვნა საქართველოსთვის:
ყველა რუსული არხი (ყველა!!! ინტერნეტიდან დაწყებული, ტელევიზიით დამთავრებული) უნდა იქნას შეზღუდული საქართველოს ტერიტორიაზე, თუ როგორ, მაგალითი უკრაინიდან ავიღოთ...
რუსული და ჩინური ანტივაქსერული კამპანიების მართვა უნდა იქნას აყვანალი სახელმწიფო უშიშროების დონეზე (რა ვიცი, უაზრო საუბრების მოსმენაში იკარგება ამდენი რესურსი);
მასიური კამპანია უნდა დაიწყოს ყველა მედიაში...
ქვეყანაში გვინდა მხოლოდ მაღალი ეფექტურობის ვაქცინები (ფაიზერი/მოდერნა, ჯერ ჯერობით) ;
მდგომარეობა უფრო რთულია, ვიდრე მე მეგონა 3-4 თვის უკან.
ქვეყანა უნდა იყოს მთლიანად მობილიზებული აგვისტო-სექტემბრის აფეთქებისთვის.”- აცხადებს ფხაკაძე .