ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების თვალსაზრისით საგანგაშო მდგომარეობაა.
მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია მოქალაქეების პასუხისმგებლობა, დაიცვან რეკომენდაციები, რადგან ჯანდაცვის სექტორში არ მოხდეს კოლაფსი.
“მდგომარეობა საგაგნგაშოა, არ არის მარტივი სიტუაცია. ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე ჯანდაცვის სექტორის ყველა წარმომადგენელი 24 საათიან რეჟიმში არიან ჩართულები პროცესის მართვაში. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გავუმკლავდეთ ამ პროცესს. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მოსახლეობას, ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩენც გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა და დამოკიდებულები ვართ მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე, რეკომენდაციების დაცვაზე. მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა იმისთვის, რომ ჯანდაცვის სექტორში არ მოხდეს კოლაფსი“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.