საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს.
ამოყვანილი მამაკაცი ცოცხალია და ის კონტაქტურია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა.
დაახლოებით 10 საათია მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ეძებენ.