საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მეჩეთი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ინფორმაციას სამინისტრო „ტვიტერზე“ ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სულთან სულეიმანისა და მისი მეუღლე როქსანას სახელობის მეჩეთს თავს 80-მდე ადამიანი აფარებდა. მათ შორის იყვნენ თურქეთის მოქალაქეებიც. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.