
ბრიტანული შტამი უშუალოდ ბრიტანეთიდან არ წარმოქმნილა, ეს არის ვუხანური შტამის მუტაცია, ამდენად ვფიქრობთ, რომ ჩინური ვაქცინა იქნება აბსოლუტურად ადეკვატური ბრიტანული შტამის შემთხვევაშიც. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განუცხადა.
Business Time-ს კითხვაზე, თუ არსებობს ამის დამადასტურებელი რაიმე დასკვნა, რომ ჩინური ვაქცინა ბრიტანული, ინდური და სხვა შტამებისთვის ისეთივე ეფექტურია, როგორიც ვუხანური კორონავირუსისთვის - ენდელაძემ პასუხობს, რომ ოფიციალური ინფორმაცია მისთვის ამის შესახებ ცნობილი არაა.
“ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ, მე არ მაქვს, არ ვიცი, შეიძლება გამოქვეყნდა სადმე, მაგრამ მე იმდენად დაკავებული ვარ პაციენტებით, რომ არ მცალია ამისათვის, გადატვირთული ვარ. უბრალოდ, მოსაზრებით გეუბნებით იმას, რომ ვინაიდან ეს არის ვუხანური შტამისთვის წარმოქმნილი ვაქცინა, დიდი ალბათობით უნდა იმუშაოს ბრიტანულ და ინდურ შტამებზეც”, - განაცხადა ენდელაძემ.
კითხვაზე, დაფიქსირდა თუ არა ქვეყანაში ინდური შტსმის შემთხვევა, მარინა ენუქიძე პასუხობს, რომ მისთვის ეს ცნობილი არ არის და არ იცის.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო დასკვნების მიხედვით, ჩინური ვაქვინის ეფექტურობა ვუხანური შტამის კორონავირუსისთვის 50.4 % პროცენტით განისაზღვრა. ცნობისთვის, „სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება. „სინოფარმის“ ვაქცინაციის ადმინისტრირება ქვეყანაში მაისის დასაწყისში მოხდება. ჯანდაცვის სამინისთროს ინფორმაციით, ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში. ვაქცინა 35 ქვეყანაშია აღიარებული და მწარმოებლებს სხვადასხვა ქვეყანაში 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული.