სისულელეა იმის დაჯერება, რომ ევროკავშირს შეუძლია ვინმეს „ევროპული მომავალი“ მისცეს, - ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვლის განცხადებას, რომ არ შეიძლება ვინმემ საქართველოს თავისი ევროპული მომავალი წაართვას.
„ვაშინგტონმა ახლახან წაართვა „ევროპული მომავალი“ ევროკავშირს, სტაბილური რესურსების წყაროს ჩამორთმევით, ეკონომიკის რღვევით, მანამდე კი არალეგალური მიგრანტებით დატბორვით, რომლებიც, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ამერიკული ავანტიურების გამო მილიონობით შეედინება ევროპაში. ამიტომ, იმის დაჯერება, რომ ევროკავშირს შეუძლია სხვას „ევროპული მომავალი“ მიანიჭოს, უბრალოდ სისულელეა“, - აღნიშნა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი საქართველოს პრეზიდენტს კითხვით მიმართავს:
„სხვათა შორის, კითხვა მაქვს ზურაბიშვილთან: რატომ არის ქართული მომავალი ევროპულზე უარესი? საქართველო - შეგახსენებთ საფრანგეთის მოქალაქეს, საფრანგეთზე უძველესია“.