უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, წუხელ უკრაინაში მძიმე ღამე იყო. ეს იყო შურისძიება იმ ხალხისადმი, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად ფეხზე დადგნენ.
მისივე თქმით, მათ შეგნებულად აირჩიეს ისეთი ტაქტიკა, რომლითაც საჯარო ადგილებს, ელექტროსადგურებს, საავადმყოფოებს, საბავშვო ბაღებსა და სახლებს დაარტყამენ.
"მამაცი უკრაინელები დაუღალავად შრომობენ ქვეყნის დასაცავად და საქმეს თავს ბრწყინვალედ ართმევენ. რასაც ოკუპანტები აკეთებენ ხარკოვში, ახტირკაში, კიევში, ოდესასა და სხვა ქალაქებში, საერთაშორისო ტრიბუნალს იმსახურებს. ჩვენ ჩავიწერეთ მათი ყველა დანაშაული, შესაძლოა, ყოფილიყო სხვა დანაშაულები, რომ არა ჩვენი მამაცი ჯარისკაცები. რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ შეიცავს გენოციდის ნიშნებს, რუსეთი ბოროტების გზას ადგას,"-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ.