ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ლიეტუვა საქართველოს COVID-19-ის 15,000 დოზა ვაქცინას აჩუქებს.
მისივე თქმით, ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს 200,000 დოზა COVID-19-ის ვაქცინას გამოუყოფს.
"მთავრობამ ახლახანს დაამტკიცა 200,000 ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის. მათ შორის უკრაინისთვის 100,000 ვაქცინის გამოყოფა მოხდება, საქართველოსთვის 15,000 ვაქცინის, მოლდოვასთვის კი 11,000 ვაქცინის. ეს ლიეტუვის მიერ გადადგმული ერთი ნაბიჯია, რომელსაც იმედია ჩვენი ევროპელი პარტნიორები სოლიდარობის ნიშნად შეუერთდებიან და კიდევ უფრო მეტ ვაქცინას გამოყოფენ,"- წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.