პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში ემოციურ ტექსტს ავრცელებს.
“ნუთუ ვერ ხედავ და ნუთუ არ გესმის? არ მინდა ვუსმენდე და ვხედავდე ამდენ ტკივილს, ტკივილი რომელიც მიკლავს გულს....ნუთუ ვერ დაელაპარაკები და ვერ ჩაიკრავ გულში და ეტყვი ერთად მოვაგვაროთ ეს პრობლემა, ნუთუ შენი პირადის გძლევს ასე, რომ ეს ვერ შეძლო ეს... მიდი შეძელი გთხოვ და გამონახე საერთო... შენ ეს უნდა შეძლო იცი... თუ ეს ვერ შეძელი ამ ჟამიანობისას აუცილებლად წავაგებთ ამ უთანასწორო ომს... ღმერთო გაგვაერთიანე და ერთმანეთის ჭირ ვარამის გულშემატკივარი გაგვხადე.... არ არის დრო მტყუან მართლის ძიების ამ ჟამიანობისას გაიგე გთხოვ.... ჩვენ უპირობოთ უნდა გადავრჩეთ და შენ ამისთვის ყვლაფერი უნდა გავაკეთოთ....ღმერთი ჩვენსკენ.. შენ ამას შეძლებ და გულში ჩაიკრავ მას და აპატიებ და ეტყვი ჩვენ ერთი ვართ და შენ ეს შეგიძლია და მიდი და გააკეთე გთხოვ”, - წერს ლევან რატიანი.